-
1137 -
12225 -
2697 -
806
18249 plików
6607,54 GB
გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართული ტრადიციული გალობის შესწავლა და პოპულარიზაცია.
„იალონს“ გამოცემული აქვს ორი კომპაქტ-დისკი (I - გელათის სკოლა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობლები, 2010; II – რვა ხმის სისტემის საგალობლები, 2011 /ორ დისკად/).
„იალონის“ შესასწავლ წყაროს წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული საგალობლები, რომელთა სანოტო ხელნაწერები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება და თანდათან ქართული გალობის ტომეულების სახით გამოდის. ეს ის საგალობლებია, რომელთა შესრულებაც პოლიტიკური რეჟიმის გამო 70 წლის მანძილზე იკრძალებოდა საქართველოს ეკლესიებში.
ამ ტრადიციის აღდგენა 1980-იანი წლების მიწურულიდან დაიწყო (მგალობელთა გუნდ „ანჩისხატის“ მიერ).
„იალონი“ პირველი პროფესიული ქალთა გუნდია, რომელიც ემსახურება საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის აუცილებელი საგალობლების აღდგენას (გუნდის II კომპაქტდისკში 17 საგალობელი წარმოდგენილია სასწავლო ხმებად).
ანსამბლის თითქმის ყველა წევრი პროფესიონალი მუსიკოსია, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საგალობელთა შესრულების ხარისხს.
გუნდი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ ტრადიციული მუსიკის საღამოებში.
ჩატარებული აქვს 4 სოლო კონცერტი.
- sortuj według:
-
0 -
1 -
0 -
5
6 plików
10,77 MB